პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

22:14:16
23 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
განცხადება მთავარი
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - დიმიტრი ლორთქიფანიძე
22-08-2017  

დასრულდა კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლის მიზანიც იყო ოპოზიციას (გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“) წარედგინა ერთიანი კანდიდატები ადგილობრივ არჩევნებზე. როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ოპოზიციის ნაწილმა საერთოდ იგნორირებით უპასუხა ჩვენს ინიციატივას, ნაწილმა კი - უარით. 


ჩვენ: „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმასაქართველომ“ მივიღეთ გადაწყვეტილება გავერთიანდეთ ერთი მიზნისთვის და წარვადგინოთ თბილისის მერად - კახა კუკავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ - დიმიტრი ლორთქიფანიძე. ამ ტანდემს უკვე აქვსსაბრძოლო გამოცდილება 2013 წლის ნაძალადევის შუალედურ არჩევნებზე, როდესაც დავამარცხეთ ერთიანი ძალებით „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არ მივეცით 50%-ის აღების საშუალება.


ჩვენი კანდიდატები არჩევნებზე წარდგებიან N3 - ით.


ვფიქრობ საზოგადოებას არ გაუჭირდება გააკეთოს დასკვნა, ადგილობრივ არჩევნებზე თუ რომელი პოლიტიკური ძალებისთვის არის მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები და რომლისათვის - საკრებულოს თითო მანდატის მოპოვება.  ჩვენ მზად ვართ დამატებითი კონსულტაციებისთვის ყველა ოპოზიციურ ჯგუფთან, რომელიც გულწრფელად ისახავს მიზნად გაერთიანებას.


უახლოეს დღეებში დავიწყებთ ჩვენი კანდიდატების წარდგენას რეგიონებში, ხოლო თბილისელებს გავაცნობთ წინასაარჩევნო პროგრამას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2 მთავარ პრიორიტეტზე: ეროვნული თვითმყობადობის შენარჩუნება და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესების ლობირება.





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017