პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

22:18:24
23 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს
13-10-2015  

არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:


,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია - დემოკრატიის ფუნდამენტური ორიენტირია, რომლის არსებობაც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.


2012 წელს დემოკრატიული არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება, რომლის ერთ-ერთი დანაპირები, სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობასთან ერთად, კონკურენტული არჩევნებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა იყო, არამცთუ დანაპირებს ასრულებს, არამედ პირდაპირ საფრთხეს უქმნის ამ ძირეულ დემოკრატიულ ფასეულობებს.


სწორედ განსხვავებული აზრისა და კრიტიკის გამო, რომელიც ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებში არასახარბიელო მგდომადეობაში აყენებს, ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების“ უშუალო ჩარევით დაიხურა პოლიტიკური ტოქ-შოუ საზოგადოებრივ არხზე, ტელეკომპანია „იმედზე“ და საფრთხე შეექმნა ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანიის „რუსთავი 2“-ის ნორმალურ ფუნქციონირებასა და არსებობას.


მიგვაჩნია, რომ პლურალისტური გარემოს წინააღმდეგ დაწყებული აგრესია და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, კრიტიკულად განწყობილი მოქლაქეების სისხლის სამართლებრივი დევნა მმართველი ძალის ლეგიტიმური სივრციდან გასვლის წინაპირობაა, რაც საბოლოო ჯამში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების უზურპაციის საფუძველს იძლევა, რითაც კითხის ნიშნის ქვეშ დადგება 2012 წელს ქართველი ხალხის უდიდესი მონაპოვარი - არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრაქტიკის დამკვიდრება.


ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მიუხედავად არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მიგვაჩნია, რომ შექმნილი ვითარება მოითხოვს, დავდგეთ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ერთიანი ძალისხმევით დავიცვათ ის, რაც ყველას გვაერთიანებს - დემოკრატიული ფასეულობები და მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება - მედიის თავისუფლება და სამართლიანი არჩევნები საქართველოში; თითოეული ჩვენგანი მზად ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე დამოუკიდებელი მედიის უსაფრთხო, შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. ჩვენ არ განვიხილავთ მედიას, როგორც ჩვეულებრივ ბიზნეს-კომპანიას და მით უფრო არ განვიხილავთ შექმნილ კრიზისს, როგორც კერძო სუბიექტებს შორის ან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სამართლებრივ დავას.


აქედან გამომდინარე, მივმართავთ ხელისუფლბას და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეს ავანტიურა, მიმართული დამოუკიდებელი მედიის და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. სხვა შემთხვევაში ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ ყველა შესაძლებლობას და დაიცავს დემოკრატიის ფუნდამენტურ უფლებებს, რადგან მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვისა და დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნება და გამტკიცება პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს - გავხდებით განვითარებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი თუ ვიქცევით მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისგან გარიყულ, მომავლის არმქონე სახელმწიფოდ", - ნათქვამია არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:


1. ახალი მემარჯვენეები - მამუკა კაციტაძე


2. ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია


3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა


4. თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა


5. თავისუფლება - კონსტანტინე გამსახურდია


6. ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი


7. რეფორმატორები - ირაკლი ღლონტი


8. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის - ზურაბ ხარატიშვილი


9. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - გოჩა ჯოჯუა





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017