პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:30:36
18 06 2018
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
განცხადებები
კახა კუკავა: მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა ეკლესიაზე
22-03-2018  

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ცალსახად გვსურს განვაცხადოთ, რომ ჩვენი პარტიისთვის მიუღებელია ყველა ტიპის ძალადობა და არანაირად არ გვსურს გავამართლოთ ერთ-ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის ცალკეული წევრების უკანონო ქმედებები. ამასთან, მიგვაჩნია, რომ თითოეულ მსგავს შემთხვევაზე უნდა დადგეს ცალკეული პირების პასუხისმგებლობა განხორციელებული ქმედების სიმძიმის და არა გავლენიანი ჯგუფების პოლიტიკური დაკვეთის შესაბამისად.


ამავდროულად, ჩვენი გაკვირვება გამოიწვია ბოლო დღეებში ე.წ. „პრო-დასავლური“ პარტიების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა, რომელთაც დაგმეს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, გააქილიკეს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადება, მაგრამ დუმილით აუარეს გვერდი ტელეწამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაჟღერებულ უპრეცენდენტო მკრეხელობას, რაც გამოიხატა ქრისტიანული ეკლესიის და მრევლის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში. მსგავსი ცალმხრივი პოზიცია, შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ამ პარტიების მხრიდან ჟურნალისტის ცინიკური გამონათქვამის ღია მხარდაჭერა.


კიდევ უფრო მოულოდნელი იყო ტელეკომპანიის ეთერში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების (პროტესტანტული, მუსლიმური) წარმომადგენლების განცხადებები, სადაც მათ ფაქტობრივად გაამართლეს გიორგი გაბუნიას გამონათქვამი, რაც კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშნებს ამ გაერთიანებების რეალური ბუნებისა და მათი მიზნების შესაებ.


ვფიქრობთ, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ფარდა ახადა რეალურად მიმდინარე პროცესს, როდესაც სპეც-სამსახურები, პოლიტიკური პარტიები (როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური), არასამთავრობო სექტორი და მედია ჩართული არიან მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ მიზანმიმართულ და მასირებულ შეტევაში.


ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ამ შეტევისათვის სასურველი ფონი შექმნა თავად ეკლესიის შიგნით განვითარებულმა არაჯანსაღმა პროცესებმა და ზოგიერთი სასულიერო პირის ორჭოფულმა, საზოგადოებისთვის გაუგებარმა პოზიციებმა რიგ საკითხებზე.


მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ეროვნულ ძალას (როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურს), ერთობლივი ძალისხმევით დავიწყოთ 2018 წლის 17 მაისისთვის ფართომასშტაბიანი მანიფესტაციის ორგანიზება, რომელიც მიმართული იქნება ანტიმართლმადიდებლური, უზნეო, ნეო-ლიბერლური შტურმის წინააღმდეგ.





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017