პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:39:23
18 06 2018
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
განცხადებები
„თავისუფალი საქართველო“ თანაუგრძნობს მაჩალიკაშვილების ოჯახს
10-01-2018  

„თავისუფალი საქართველო“ თანაუგრძნობს მაჩალიკაშვილების ოჯახს 19 წლის ახალგაზრდის - თემირლან მაჩალიკაშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო. ვუთანაგრძნობთ, მთლიანად საქართველოს ქისტებს ამ სამწუხარო ამბავს, რომელიც არ ან ვერ იქნა თავიდან აცილებული.


არაერთხელ გაგვიცხადებია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ქართველი და ჩეჩენი ხალხის ძმობა უნიკალურია კავკასიაში, რასაც საუკუნეების მიღმა აქვს სათავე და დაუშვებელია ამ ურთიერთობებს ჩრდილი მიადგეს ცალკეული კორუმპირებული ჩინოვნიკების ან თუნდაც მთელი რეჟიმის უპასუხისმგებლო ქმედებიდან გამომდინარე. 


ქართული საზოგადოება ქისტებთან ერთად ელოდება დასაბუთებულ პასუხებს კითხვებზე: რით დასტურდება გარდაცვლილის კავშირი ტერორისტებთან, ვისი მფარველობით მოხვდა თავად ჩატაევი საქართველოში, ვისი მფარველობით საქმიანობენ საერთოდ საქართველოში სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფები და ეწევიან ახალგაზრდების რეკრუტირებას?


ამ კითხვებზე პასუხის გარეშე ძლიერდება ეჭვები, რომ გარკვეული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში ახალი ცხელი წერტილის გაჩენას. 


კატეგორიულად მოვითხოვთ მთავრობისგან უმოკლეს ვადებში დასრულდეს ძიება ამ საქმეზე და დამნაშავეებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე. 


მოვუწოდებთ, საქართველოს ქისტებს ძიების დასრულებამდე მაქსიმალურად გაითვალისწინონ ფეთქებადსაშიში ვითარება, შევინარჩუნოთ წონასწორობა და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017