პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

22:28:03
23 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
განცხადებები
კახა კუკავამ თბილისის მერიას სასამართლო დავა მოუგო
13-10-2017  

დასრულდა „თბილსერვისიდან“ უკანონოდ გათავისუფლებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სასამართლო პროცესი, რომელიც 1 წლის და 8 თვის მანძილზე გრძელდებოდა. შრომით დავაში გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა იცავს.


„თბილსერვისიდან“ თანამშრომლები 2016 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზი ამ უკანასკნელთა მხრიდან შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია იყო.


სასამართლომ „თბილსერვისიდან“ გათავისუფლებული 4 პირის: მიხეილ ქართველიშვილის, სოლომონ ფილაურის, მალხაზ ფილაურის და გიორგი მუხიაშვილის სარჩელი - სრულად დააკმაყოფილა, მათი გათავისუფლება უკანონო სცნო, აღადგინა სამუშაოზე და მოპასუხეს მათ სასარგებლოდ მთელი დავის პერიოდში მიუღებელი ხელფასის (განაცდურის) ერთბაშად გადახდა დააკისრა: თითოეულისთვის 15 600 ლარის ოდენობით.


კახა კუკავას განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში გადაიხედება ყველა პირის საქმე, რომელიც ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან უკანონოდ არიან გათავისუფლებული და მოხდება მათი აღდგენა სამუშაოზე. ხოლო უკანონოდ გათავისუფლებულთათვის მისაცემი კომპენსაციის გადახდა დავით ნარმანიას და უკანონო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელ სხვა მაღალჩინოსნებს პირადი ქონებიდან მოუწევთ.





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017