პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

22:15:48
23 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
განცხადებები
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე მებრძოლებს სახელმწიფო დეზერტირებად აცხადებს
08-08-2017  

„თავისუფალმა საქართველომ“ მოიპოვა 8 აგვისტოს ომში, 50-ე ბატალიონში ჩარიცხული პირების სია. დოკუმენტი გამოთხოვილია თავდაცვის სამინისტროსგან. 


როგორც მასალებიდან ირკვევა, იმისათვის, რომ თავი აარიდოს ვეტერანებისთვის კანონით გათვალისწინებული შეღავათების მინიჭებას, სახელმწიფო მებრძოლთა 90%-ს საბუთებში უწერს „თვითდათხოვნას“, რაც საბრძოლო პოზიციების თვითნებურად, ბრძანების გარეშე დატოვებას ნიშნავს და დეზერტირობას უთანაბრდება. 


„თავისუფალმა საქართველომ“ შეისწავლა 2008 წლის ომის ერთ-ერთი მონაწილის საქმე, რომელიც ომის დაწყების დღიდან იმყოფებოდა კონფლიქტის ზონაში და მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დასრულებისას, სარდლობის ბრძანების შემდეგ სამხედრო ნაწილს ჩააბარა პირადი აღჭურვილობა. მას შემდეგ, რაც მებრძოლს ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე სახელმწიფომ უთხრა უარი, მან დაიწყო სასამართლო დავა. მიუხედავად იმისა, რომ ომის მონაწილემ 2 ინსტანცია უკვე მოიგო, თავდაცვის სამინისტრო თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას და ჯიუტად ასაჩივრებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას.


მიგვაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრის დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი პირების მიმართ არის სამარცხვინო. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს ვეტერანებისთვის დაწესებული მიზერული შეღავათების გაზრდაზე, ის ომის მონაწილეებს დეზერტირებად აცხადებს, რომ დაზოგოს 22 ლარიანი სიმბოლური პენსია. 


მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი პირების პირადი საქმეების გადახედვა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ყველა მებრძოლს მიანიჭოს ვეტერანის სტატუსი.





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017