პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

22:15:30
23 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
განცხადებები
საქართველოს კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს განცხადება
19-07-2017  

ჩვენ, საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები, თავს ვალდებულად ვთვლით, კიდევ ერთხელ, ჩვენი მკაფიო დამოკიდებულება გამოვხატოთ საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმის პროცესისა და შინაარსის მიმართ.


მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, კონსტიტუციური რეფორმის განხორციელების დროს, აღიარებულ აუცილებლობას წარმოადგენს მაღალი  ხარისხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის უზრუნველყოფა.  სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ანალოგიური პროცესი  დიამეტრალურად განსხვავებულად წაარიმართა, რაც ნულოვანი პოლიტიკური კონსესუსით დასრულდა - საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი  ორი მოსმენით, შემჭიდროებულ ვადებში მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელ დეპუტატთა მხარდაჭერით მიიღო.     პოლიტიკური პროცესი ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიურობითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით კვლავაც გრძელდება. 


აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო დროს გაკეთდა ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა განცხადებები, რომლობშიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების საჭიროებაზეა საუბარი.


ჩვენ კვლავაც ვაცხადებთ , რომ დიალოგი და შეთანხმება შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ სწორ გზას წარმოადგენს.  ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ ხელისუფლებასთან ერთად განვიხილოთ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა  საკითხი.  


უპირველეს ყოვლისა უმნიშვნელოვანეს და მთავარ პრობლემად მიგვაჩნია საარჩევნო თემებთან დაკავშირებული საკითხები. 


გამოვთქვამთ იმედს, რომ დიალოგის, კონსულტაციებისა და კომპრომისების საფუძველზე, სათანადო სამართლებრივი გზების მეშვეობით, მიღწეული იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური  კონსესუსი, რაც ასე სჭირდება საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციურ რეფორმას და სახელმწიფოს რეპუტაციას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე.


საქართველოს კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წევრები:


1. ახალი მემარჯვენეები


2. ახალი ქრისტიან-დემოკრატები


3. გაერთიანებული დემოკრატიული-მოძრაობა


4. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო


5. ევროპელი დემოკრატები


6. ეროვნული ფორუმი


7. თავისუფალი საქართველო


8. თავისუფლება


9. ლეიბორისტული პარტია


10. პატრიოტთა ალიანსი


11. ტრადიციონალისტთა კავშირი


12. ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა


13. ახალი საქართველო





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017